ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის განცხადებით, ტელეკომპანიის მეწილის, გია გაჩეჩილაძის ძმამ, ლევან გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრში განცხადება დღეს შეიტანა.
მისი თქმით, შესაძლოა, საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე დაჩქარებული წესით გენერალურ დირექტორად დღეს დაარეგისტრიროს.
"ლევან გაჩეჩილაძემ განჩინება სააპელაციო სასამართლოდან წამოიღო და საჯარო რეესტრში ჩააბარა, ეს ნიშნავს იმას, რომ მოითხოვა დარეგისტრირება გენერალურ დირექტორად. შესაძლოა, დღეს, ღამის თორმეტ საათამდე, რეესტრმა მიიღოს გადაწყვეტილება. დაზუსტებით არაფერი ვიცით, თუმცა დაჩქარებული წესი სწორედ ამას ნიშნავს", - განაცხადა გადაბაძემ "პირWელთან" საუბარში.
მისი თქმით, ტელეკომპანია უკვე ერთი თვეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ის განცხადებები, რომ ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის მართვას ვერ შეძლებს, ძალაში რჩება. მისი თქმით, თუ რეესტრი გაჩეჩილაძის განცხადებას დააკმაყოფილებს, უკანონო იქნება, რადგან თავად სამი საჩივარი და ერთი განცხადება აქვს შეტანილი.