ავტორი ნინო ლაბარტყავა
„ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ეგენი ხელისუფლებას ისევე ვერ ნახავდნენ, როგორც საკუთარ კისერს ვერ ნახავს ადამიანი! ივანიშვილმა მოიყვანა ეგენი ხელისუფლებაში, ადამიანებად აქცია, თორემ პარლამენტს ეგენი ყველანი გარედან უყურებდნენ!“ - ასე აფასებს 2008 წელს პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე, „რეპორტიორთან“ ინტერვიუში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის, ახლა კი უკვე „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში არიან.
„იმ პოლიტიკოსებიდან სააკაშვილს დღეს არავინ ებრძვის, არავინ! დახოცილი ბიჭების სახელებსაც არც ერთი აღარ ახსენებს, რადგან მათთვის სააკაშვილი ახლა მოკავშირე გახდა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეგენი ახლა იმ „ოცნებას“ ებრძვიან, რომელთან ერთადაც ვითომ დაამარცხეს მიშას რეჟიმი. წარმოუდგენელი ამბავია - ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს ებრძოდნენ, დღეს ნათელაშვილის ფანჩატურში ნაცებთან ერთად სხედან და ერთმანეთს საკმეველს უკმევენ! ამაზრზენია ამ ადამიანების ყურება! ბიძინა ივანიშვილი რომ არა, ეგენი ხელისუფლებას ისევე ვერ ნახავდნენ, როგორც საკუთარ კისერს ვერ ნახავს ადამიანი! ივანიშვილმა მოიყვანა ეგენი ხელისუფლებაში, ადამიანებად აქცია, თორემ პარლამენტს ეგენი ყველანი გარედან უყურებდნენ!“ - აცხადებს ჯამბულ გამცემლიძე.
სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:
https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=156963