logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: საქართველოში ექიმების მესამედზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია
- +

22 მაისი. 2021. 01:28

 

 

„საქართველოში ექიმების მესამედზე მეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრილია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„ბევრს რომ ლაპარაკობენ, ექიმების მოცვა ცუდიაო, ჩვენ გვაქვს მონაცემები, ექიმების მესამედზე მეტია უკვე აცრილია. რა თქმა უნდა, მეტი გამიხარდებოდა, მაგრამ ქვეყანაში ექიმების მესამედზე მეტი უკვე აცრილია. სამწუხაროდ, ექთნებში არის ძალიან დაბალი მოცვა, კიდევ უფრო დაბალი მოცვა არის დაბალ სამედიცინო პერსონალში. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ ექიმები არ აქტიურობენ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner