ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დასავლეთმა ქართულ პოზიციას და ოპოზიციას მათთვის შესაფერისი საჩუქრები გაუკეთა - აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებას 67 მილიონის გრანტი გამოუყო 330 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით.
ხოლო ოპოზიციას - ჟორიკა რურუა დაუბრუნა. მინდა ორივე მხარეს მივმართო - სიკეთეში და მაქსიმალური სარგებლობით მოიხმარონ ეს ძვირფასი საჩუქრები“, - წერს ანალიტიკოსი.