ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას და საკითხზე გარკვეულ მედიასაშუალებებში გაჟღერებულ კომენტარებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„"ძალიან გვახარებს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების და ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით" - კელი დეგნანი.
არადა ეს განცხადება მოვისმინე ნაცტელევიზიებში იმ ტიპების გამოსვლების შემდეგ, რომლებიც იძახიან, რომ აშშ სანქციებს გვიწესებს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოშლილია, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია შეჩერებულია და მსგავსი "უჟასები".
რა ვიცი აბა, მე დეგნანის უფრო მჯერა, ვიდრე იმ ტიპების, რომლებიც საქართველოს კიეველი მაწანწალას თვალებით უყურებენ“, - წერს გაბრიჭიძე.