logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: აშშ არა თუ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, არამედ კიდევ უფრო აფართოებს თანამშრომლობის არეალს
- +

22 მაისი. 2021. 03:03

 

 

„ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს - ამ საგრანტო შეთანხმებიდანაც ჩანს, რომ  აშშ არა თუ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, არამედ კიდევ უფრო აფართოებს თანამშრომლობის არეალს“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ქართული ოპოზიციის მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე, ჯერ კიდევ მარტში გაქარწყლდა, როდესაც აშშ ის სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხის განხილვისას, ამერიკელ კანონმდებლებს არა თუ სანქციებზე გადაკვრითაც კი არ უსაუბრიათ, არამედ ეჭქვეშაც არ დაუყენებიათ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია, ეუთო/ოდორის დასკვნის საფუძველზე. პირიქით, ოპოზიციას ღიად მოუწოდეს პარლამენტში შესვლისაკენ, ხოლო თავად  ბოიკოტი რუსულ ინტერესადაც კი მონათლეს.

 

ამერიკული პოლიტიკის გაზრდილ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რაც წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID) " საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“  საგრანტო შეთანხმების ხელმოწერაც, რომლის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დაესწრენ.

 

ნიშანდობლივია, რომ მდგრაგი განვითარების ხელშესაწყობად, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, რაც 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

 

საგრანტო შეთანხმების მიზანია, ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების  შექმნა, მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცება, რაც საბოლოო ჯამში, განსაკუთრებით პოსპანდემიურ პერიოდში, ემსახურება ქვეყნის მდგრად განვითარებას, თავისუფალი ბაზრისა და დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას. 

ამ საგრანტო შეთანხმებიდანაც ჩანს, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები არა თუ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, არამედ კიდევ უფრო აფართოებს თანამშრომლობის არეალს, რადგან იგი მოიაზრებს თანამშრომლობას როგორც უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, ასევე მათ დახმარებებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner