„საქართველოში 6 თვიანი ხელოვნურად შექმნილი, დაძაბული პოლიტიკური პროცესი დასრულდა. ალბათ მოსახლეობა ელოდა, რომ პარტიები ახლა მაინც მოიცლიდნენ და დაინტერესდებოდნენ მათი რეალური პრობლემებით. თუმცა, ასე არც ამჯერად მოხდა, ამომრჩევლებს კი არა საკუთარ პარტიულ აქტივსაც არ შეხვედრია არცერთი პარტია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას.
ბოჟაძის თქმით, პარტიებს ბევრი პრობლემები აქვთ: პოლიტიკური, იდეოლოგიური, სტრუქტურული და ორგანიზაციული პრობლემები, შიდა დემოკრატია, ამომრჩევლისა და წევრების წინაშე ანგარიშვალდებულება, ფინანსური გამჭვირვალობა და სხვა. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით „ქართულ ოცნებაზე“, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ ვინმეს შეიძლება დღეს საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია ეწოდოს, სწორედ ის არის.
„საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, გენერალური მდივანი, აღმასრულებელი მდივანი პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან. შემდეგ შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
პარტიის წევრებთან შეხვედრებზე წავიდა ფაქტობრივად ყველა ლიდერი, რითაც კიდევ ერთხელ მოხდა ერთიანობის დემონსტრირება, ამით წერტილი დაესვა მოარულ ხმებსა და უსაფუძვლო ჭორებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა დემოკრატია და წევრების წინაშე ანგარიშვალდებულება, მათი პოზიციების, პრეტენზიებისა თუ იდეების მოსმენა.
ასე წარმატებულად წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო მასშტაბური იქნება უშუალოდ საარჩევნო კამპანია, უფრო მეტი შეხვედრები ხალხთან, ამომრჩევლებთან, ახლა უკვე მათი პრობლემებისა და იდეების მოსმენა, მათთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პროექტების განხორციელება, სწორი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.
ეს ყველაფერი საკმარისზე მეტ პირობას ქმნის იმისთვის რომ პარტიამ, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გაიმარჯვოს მერების და მაჟორიტარების არჩევნებში და რაც მთავარია, გაიმარჯვოს პროპორციულ არჩევნებში და უპრობლემოდ გადალახოს 43% ბარიერი.
იმ ფონზე როცა ოპოზიციამ უკვე რამდენი ხანია ატყუებს ამომრჩეველს შეხვდებით და თქვენს პრობლემებზე ვისაუბროთ, როცა უკვე 6 თვეა ვერ ამტკიცებენ რომ ,,არჩევნები გაყალბდა“ იმას ნიშნავს რომ 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები არ იქნება და მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება, #მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს #გელოდებითარჩევნებზე2024“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.