logo_geo
eng_logo
მარტვილის მერმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
- +

22 მაისი. 2021. 18:31

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ცოტნე კაკულიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  საბავშვო ბაღი შენდება. რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

 

ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ტალერი-ნობულევის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 3 700 მეტრი ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 699 997 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „საგზაო“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები 2020 წელს განხორციელდა.

 

ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბეს და აუზს, მოეწყობა ღობე. პროექტის ღირებულება 667 222 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს. მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner