logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთს ენერგოობიექტები მიჰყიდა
- +

22 მაისი. 2021. 23:06

 

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის მიერ მედიაში ჰესების მშენებლობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„თქვა რომან გოცირიძემ და ჰესების ნუსხა კიდევ ერთხელ გადაიკითხა, გადაამოწმა, რუსეთისთვის ხომ არაფერი გამომრჩა გადასაცემიო. მერე კმაყოფილებით გაიფიქრა, რაც მთავარია, გადამცემი ხაზები სამუდამოდ ჩავახუტე კრემლსო...წიაღისეულიც ხომ გაუნაღდა?! თუმცა ეს ცალკე თემაა. შემდგომში დააბრალებს ვინმეს“, - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

 

ამასთან, სალუქვაძემ გამოაქვეყნა იმ ობიექტების სია, რომელიც რუსეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მიყიდეს.

 

„შესახსენებლად: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტების სია:

 

  1. ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“;

 

  1. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“;

 

  1. რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“;

 

  1. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

 

  1. გუმათი 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

 

  1. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

 

  1. შაორჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

 

  1. ვარციხე1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

 

  1. ვარციხე 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

 

  1. ვარციხე 3 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

 

11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

 

  1. ხრამი 1 - რუსული კომპანია „რაოესი“;

 

  1. ხრამი 2 - რუსული კომპანია „რაოესი“;

 

  1. ხრამი 3 - რუსული კომპანია „რაოესი“;

 

  1. ხრამი 4 - რუსული კომპანია „რაოესი“;

 

  1. ხრამი 5 - რუსული კომპანია „რაოესი“;

 

  1. ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“;

 

  1. გაზ.კომპანია "იტერა" - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;

 

  1. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია;

 

  1. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;

 

  1. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;

 

  1. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;

 

  1. "მადნეული" - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;

 

  1. "კვარციტი"- რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;

 

  1. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“;

 

  1. კომპანია „ბილაინი“ - რუსული კომპანია;

 

  1. „აზოტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;

 

  1. „გაერთიანებული ქართული ბანკი“-რუსული კომპანია „ვითიბი“;

 

  1. „ლუკოილ ჯორჯია“-რუსული კომპანია „ლუკოილი“;

 

  1. ზესტაფონის „ფერო“-რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;

 

  1. ელმავალმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“;

 

  1. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“;

 

  1. თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. - წერს სალუქვაძე.
right_banner right_banner
არქივი
right_banner