logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველი განცხადება
- +

16 ივლისი. 2016. 10:19



როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, თურქეთში მომხდარი მოვლენები იყო აჯანყების მცდელობა ქვეყნის ერთობის წინააღმდეგ. ეს იყო თურქეთის პრეზიდენტის  პირველი განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. მან პრესკონფერენცია სტამბოლში ჩასვლისთანავე გამართა.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ის თავად გააკონტროლებს, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებში „წმენდა" ჩატარდეს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მკაცრად დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობდა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ გადატრიალების დროს ქუჩებში მილიონობით ადამიანი იყო გამოსული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner