ქალაქ ლანჩხუთში, რკინიგზის სადგურთან, მიტოვებულ შენობაში სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას სააგენტო Report.ge ავრცელებს.
სააგენტოსვე ინფორმაციით, ფაქტი სუიციდს უკავშირდება.
გარდაცვლილს გუშინ საღამოდან ეძებდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.