თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე სამხედროები ტაქსიმის მოედანზე იარაღს აბარებენ. სამხედროებს შეიარაღებულმა პოლიციამ ალყა შემოარტყა, რის შემდეგაც ისინი იძულებულები გახდნენ, იარაღი ჩაებარებინათ.
სტამბოლის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები არიან შეკრებილი. თურქული მედიის ცნობით, ტაქსიმის მოედანზე მომხდარ შეტაკებას ცოტა ხნის წინ ორი ადამიანი ემსხვერპლა.