logo_geo
eng_logo
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: ყველა უმკაცრესად დაისჯება!
- +

16 ივლისი. 2016. 10:29



თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში მყოფი ყველა პირი მკაცრად დაისჯება.  რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლა პირდაპირ ეთერში სახელმწიფო ტელეკომპანია RTR  გადასცემდა, რომელმაც მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ აღადგინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სტამბოლის აეროპორტში განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტს ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ათასობით მხარდამჭერი დახვდა.


 

ყველა, ვინც დაკავშირებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, უმკაცრესად დაისჯება, იმის მიუხედავად, თუ რომელ სტრუქტურებს წარმოადგენენ ისინი", - განაცხადა ერდოღანმა.


თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახური ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner