თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირში მყოფი ყველა პირი მკაცრად დაისჯება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლა პირდაპირ ეთერში სახელმწიფო ტელეკომპანია RTR გადასცემდა, რომელმაც მაუწყებლობა ცოტა ხნის წინ აღადგინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა სტამბოლის აეროპორტში განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტს ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ათასობით მხარდამჭერი დახვდა.
„ყველა, ვინც დაკავშირებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, უმკაცრესად დაისჯება, იმის მიუხედავად, თუ რომელ სტრუქტურებს წარმოადგენენ ისინი", - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრები მულისმანი ღვთისმსახური ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.