logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი ICAO-ს მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამოძიებისკენ მოუწოდებს
- +

24 მაისი. 2021. 01:41

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მიშელმა Twitter-ზე დაწერა.

 

„შეშფოთებული ვარ შეტყობინებებით მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შესახებ. ბელარუსის მთავრობას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ რეისი და ყველა მისი მგზავრი. მნიშვნელოვანია, რომ ინციდენტი ICAO-მ გამოიძიოს“, - წერს მიშელი.

 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა მინსკში ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, დაკავებულია რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner