სააგენტო „როიტერის" ცნობით, თურქეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერები დგანან.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მომხდარი მოვლენები ორგანიზებული იყო „პარალელური სტრუქტურის მიერ".