logo_geo
eng_logo
მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 563 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 მაისი. 2021. 02:33

 

 

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 563 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

 

პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებმა 166.34 მილიონს გადააჭარბა.

 

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 11 548 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 3.44 მილიონს აჭარბებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული ახალი შემთხვევების 46 პროცენტზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, რომელსაც ინდოეთის მონაცემებიც ემატება. მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი ევროპის რეგიონი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner