თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია.
გავრცელებული ცნობით, მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ანატოლიის სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში 754 ადამიანი დააკავეს.
პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება მეტწილად კონტროლს ექვემდებარება.