ინფორმაციას თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილის ლიკვიდირებასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ავრცელებს.
პოლიციის მეთაურის განმარტებით, გადატრიალების ორგანიზატორებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება სამხედრო შტაბებთან მოხდა. სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დამატებით 250 ადამიანი დააკავეს.
ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალებაში მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ფეტჰულა გიულენი დაადანაშაულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა პოლიტიკოსმა ბრალდებები უკვე უარყო.