„ჩვენ აუცილებელია ვიმოქმედოთ კონსტიტუციის არსებული კანონმდებლობის ფარგლებში და ასევე გავითვალისწინოთ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ამ საკითხს ეხება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ სასამართლო რეფორამზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესები რომელიც უკავშირდება რეფორმასა და მოსამართლეების დანიშვნას, უნდა იყოს პარლამენტის მსჯელობის ნაწილი.
„რაც შეეხება მოსამართლეთა კონფერენციას, ეს არის საკითხი, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად დგას პარლამენტისგან და ფიზკურად ვერ ჩავერევით. ეს მათი გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, თუ ჩათვლიან, რომ გადაიდოს ან შეაჩერონ ეს პროცესი. შემდეგ უკვე რა რეაგირება ექნება, პარლამენტში როგორ წავა მსჯელობები და რა კანონმდებლობებს მივიღებთ, ამას ყველა ვიხილავთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
პარლამენტისადმი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ერთობლივ მიმართვაში, სასამართლო რეფორმამდე, პროცესის შეჩერების შესახებაა საუბარი; „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება, თუ შესწორებები მიიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნამდე და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების კენჭისყრამდე“, - აღნიშნულია მიმართვაში.