„BBC"-ის ცნობით, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰულუსი აკარი, რომელის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობი იყო, ტყვეობიდან გათავისუფლებულია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
თურქეთის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა ქვეყნის სამხედრო შტაბები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო „როიტერის" ცნობით, ამბოხებულები ამ დრომდე კვლავ აკონტროლებენ რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავს.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამბოხებულებს ავიაგამანადგურებლებზე წვდომა არ აქვთ.