logo_geo
eng_logo
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ტყვეობიდან გაათავისუფლეს
- +

16 ივლისი. 2016. 10:37



„BBC"-ის ცნობით, თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰულუსი აკარი, რომელის ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობი იყო, ტყვეობიდან გათავისუფლებულია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება.




თურქეთის მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერმა ძალებმა ქვეყნის სამხედრო შტაბები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო „როიტერის" ცნობით, ამბოხებულები ამ დრომდე კვლავ აკონტროლებენ რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავს.




ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამბოხებულებს ავიაგამანადგურებლებზე წვდომა არ აქვთ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner