logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: სამოქალაქო რეისის იძულებითი დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია და ამ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს
- +

24 მაისი. 2021. 13:02

 

კახა კუჭავა ბელარუსში „Ryanair“-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

 

„სამოქალაქო რეისის იძულებითი დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია და ამ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, რომ „Ryanair“-ის ეკიპაჟმა და მგზავრების უმეტესობამ ვილნიუსში უსაფრთხოდ ჩააღწიეს“, - წერს კუჭავა.

 

 

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

 

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner