logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნის ხანგრძლივად გაჩერება, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს
- +

24 მაისი. 2021. 13:02

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი, მოსამართლე წევრის დანიშვნის გადადება „სასამართლოს დამოუკიდებლობას დააკნინებს“.

 

„კონფერენციაზე აირჩევა იუსტიციის საბჭოს წევრები. მოთხოვნა ამგვარადაა დაყენებული: ვიდრე რეფორმის შემდგომი ტალღა არ განხორციელდება და შესაბამისი შედეგები არ იარსებებს, არც ერთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული.სიმართლე გითხრათ, მე მგონია, რომ ამ პროცესების ხანგრძლივი პერიოდით გაჩერება, შეიძლება, დამაზიანებელი აღმოჩნდეს. იმ მოწოდებების შესრულება, რომლისკენაც ოპოზიციის ლიდერები მოგვიწოდებენ, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, სასამართლოს დამოუკიდებლობას დააკნინებს“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება და იუსტიციის საბჭოს ოთხი წევრის დანიშვნა იგეგმება.

 

პარლამენტისადმი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ერთობლივ მიმართვაში, სასამართლო რეფორმამდე, პროცესის შეჩერების შესახებაა საუბარი; „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნება, თუ შესწორებები მიიღება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნამდე და უზენაესი სასამართლოს კანდიდატების კენჭისყრამდე“, - აღნიშნულია მიმართვაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner