„მათი ტაქტიკაა, ქვეყანა არიონ, რომ მერე ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ“, - ამისე შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სანამ იარსებებს „ნაციონალური მოძრაობა“, იქამდე საქართველო ვერ დაწყნარდება!
მელიას უკრაინაში სააკაშვილთან ჩასვლა და დმანისში დაძაბულობის დაწყება ერთი იყო. როგორ გგონიათ, რატომ? მათი ტაქტიკაა, ქვეყანა არიონ, რომ მერე ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ. რასაც გვიყვებიან — თითქოს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა დაპირისპირებაო, ზღაპარია. ეს სპექტაკლი ნაციონალებმა დადგეს! დაგავიწყდათ, სააკაშვილი ბოლნისში და მარნეულში რომ ჩადიოდა და სულ ცემა-ტყეპის ფონზე იწერდა ქულებს? ეს რეგიონი მათი ერთ-ერთი ბუდეა და ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ იმისთვის, რომ ურთიერთობა გაართულონ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, ზოგადად, საქართველოში. მართალია, ხელისუფლებამ ამ ეტაპზე ხანძარი ჩააქრო, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა. კაცმა არ იცის, ხვალ რა დავალებას მიიღებენ ნაციონალების ბელადებისგან და როგორ გამწვავდება ვითარება“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.