logo_geo
eng_logo
ხულოს საკრებულოში ოპოზიციის ორი წევრი „ქართული ოცნების“ უმრავლესობას შეუერთდა
- +

24 მაისი. 2021. 13:10

 

ხულოს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ნუგზარ სოლომონიძე და მერაბ ღორჯომელაძე მმართველი გუნდის უმრავლესობას შეუერთდნენ.

 

როგორც სოლომონიძემ „იმედინიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, გადაწყვეტილება არაერთ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის მთავარი კი „ქართული ოცნების“ სიძლიერე და სწორი ნაბიჯებია. „ვხედავთ, რომ ქართული ოცნება უალტერნატივოა, უმრავლესობაში ყოფნით უფრო მეტი საქმის გაკეთებას შევძლებ თითოეული ხულოელისთვის“, - განაცხადა სოლომონიძემ.

 

გარდა ამისა, პარტიის ადგგილობრივი ხელმძღვანელბის გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გარიცხეს ირაკლი ბოლქვაძე.

 

რაც შეეხება ბოლქვაძის პარტიიდან გარიცხვის მიზეზს, როგორც მმართველი გუნდის აჭარის რეგიონალურმა კოორდინატორმა, აჭარის რეგიონალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მანველიძემ განაცხადა, ფრაქციის თავმჯდომარის პარტიიდან გარიცხვა პარტიული დისციპლინის არაერთხელ დარღვევას და "ქართული ოცნების" გუნდისთვის შეუსაბამო გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner