logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა „ნამოხვანჰესზე“: კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით და არა ქუჩაში, კარვებში, მეგაფონებით
- +

24 მაისი. 2021. 13:57

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეების კითხვებს კომპეტენტურად უნდა გაეცეს პასუხები, თუმცა, არა – ქუჩასა და კარვებში.

 

„ესაა ძალიან მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობა ენერგეტიკაზე გადის, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი – საკუთარი, განახლებადი რესურსების განვითარებაზე. როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის ჰიდროსადგურზე, ეს, ნებისმიერ ქვეყანაში, გარკვეული განმარტებების რეჟიმში განხილვის თემა. სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტი მსხვილ ჰიდროსადგურებს. აქედან გამომდინარე, ეს რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არაა, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება ვალდებულები ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას პასუხი გავცეთ. როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, მათი ჩართულობით და რა თქმა უნდა, არა ქუჩაში, კარვებში, მეგაფონის მოშველიებით, ეს არაა სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ პროექტის შესახებ სიმართლე გაიგოს. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია, ბევრი მითი ცირკულირებდა და ჩვენც და ინვესტორი კომპანიაც, მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მითების გაქარწყლებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner