საქართველოდან სარფის გავლით თურქეთში გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. თურქეთიდან საქართველოში შემოსვლა კი დაშვებულია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
სარფში შეკრებილი საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გახსნას ელოდებიან. მათი უმეტესობა თურქეთის საზღვრისპირა ქალაქში მუშაობს და საზღვარს ყოველდღიურად კვეთს.
თურქეთში დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია. პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.