„ნახავთ, რა დღეშიც ჩააგდებენ ქვეყანას. ჯერ მათ წესიერად მუშაობა არ დაუწყიათ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში იმ პოლიტიკურ პარტიებზე საუბრისას განაცხადე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად შევიდნენ.
„არ შეგეშალოთ და შემთხვევით არ თქვათ, პარლამენტში ნაციონალები არ არიანო. დღეს საკანონმდებლო ორგანოში სახეშეცვლილი „ნაციონალური მოძრაობაა“ „გირჩის“, „ლელოსა“ და ვაშაძის სახით. ხაზარაძეც იქაა... მოკლედ, ნახავთ, რა დღეშიც ჩააგდებენ ქვეყანას. ჯერ მათ წესიერად მუშაობა არ დაუწყიათ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.