logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ბელარუსში „Ryanair“-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია
- +

24 მაისი. 2021. 14:58

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ავიაკომპანია „Ryanair“-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკავებას ეხმაურება.

 

„ბელარუსში „Ryanair“-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

 

 

23 მაისს „Ryanair“-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

 

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner