logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება
- +

16 ივლისი. 2016. 10:53



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ, თურქეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.




პირველ რიგში, გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თურქეთის სამოქალაქო და დეოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ.

 მე პირადად გამოვხატავ მხადაჭერას პრეზიდენტ  ერდოღანისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში დესტაბილიზაცია დაიძლევა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა  ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

მსურს დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ და ჩვენ ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ამასთანავე, მინდა ვურჩიო ჩვენს მოქალაქეებსრომ სიტუაციის სრულად დასტაბილურებამდე თავი შეიკავონ  თურქეთში  მგზავრობისგან.

საქართველო, ამ კონკრეტულ ვითარებაშიდაცულიაჩვენ, ამ ვითარებასთან მიმართებაშისაგანგებო ზომებს არ ვატარებთ.

რა თქმა უნდა, ყურადღებით  ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და დინამიკას, თუმცა ამასთანავე ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის სტაბილურობა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალის მიერ მართულიბუნებრივია, თურქეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და, ამ თვალსაზრისით, თურქეთის სტაბილურობა ჩვენზე აისახება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ვითარება უახლოეს საათებში განიმუხტება.

რაც შეეხება საზღვარს, ეს არის მყისიერი მოქმედება და ეს არ არის საბოლოო საზღვრების ჩაკეტვა. ეს ხორციელდება მხოლოდ თურქეთის მონაკვეთზერაც შეეხება საჰაერო მიმოსვლასროგორც კი თურქეთში ვითარება დასტაბილურდებააღდგება.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner