„დიახ, ქალბატონო ლაგაზიძე, დასავლეთს იმასთან აქვს პრეტენზია, ვინც აშავებს და საქმეს აფუჭებს, არა მხოლოდ საქართველოში“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის ფეისბუქ-პოსტს, სადაც ლაზაგიძე წერს: „საინტერესოა, ამ ევროპელებს მარტო ჩვენს ოპოზიციასთან აქვს დიდი გული?"
„ის „ექსპერტები", ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს რომ მხარს უჭერენ და ეთერ-ეთერ დადიან მათ დასაცავად, რატომღაც ბოლო პერიოდში ანტიდასავლურ რიტორიკას აღვივებენ. დიახ, ქალბატონო ლაგაზიძე, დასავლეთს იმასთან აქვს პრეტენზია, ვინც აშავებს და საქმეს აფუჭებს, არა მხოლოდ საქართველოში. აი, ანტიდასავლური ისტერია კი ძალიან გაზიანებთ, ისევ თქვენ და ყველაფრის ლუსტრაციას ახდენს!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე და ხათუნა ლაგაზიძის ფეიბსუქ-პოსტს აქვეყნებს.