logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდია: ალექსანდრე ბატონიშვილის შვედეთიდან გამოგზავნილი წერილი მეფე არჩილისადმი - დანარჩენი ჩემს წიგნში
- +

24 მაისი. 2021. 15:45

 

 

„ქ: ჩემო მღვთაებ მოწყალე ხელმწიფევ, ასე ცოდვა მეკითხა, რომ 30 აპრილს აქათ თქვენგან დაწერილის წიგნის ხილვა აღარ მღირსებია. ერთხელ თეოდორა გალავინსკი მოეწერა: რომ არავის რა გიჭირსო. არა ვიცი რისთვის მომიხდა, ყველას წიგნი მოსდის და მე არა. მე ხომ ახლა კიდევ უფრო მომიჭირეს და ყარაულები, შიგ საცა მე ვგდივარ, დღივ და ღამ დამაყენეს და მე ხომ ამათთან ვერა გავაწყევრა. ბევრჯერ მოვინდომე და შევეძლივე პირობის მიცემას, რომ არსად წავიდე, ოღონ ცოტა მოსვენება მომეცით მეთქვი, მაგრამ არ იქნა. ასე არც პირველ მოგვპყრობიან რომ ახლა გვეპყრობიან. ეგების მანდ რასმე ასე ეცადოთ, რომ ამათმა ტყვეებმა მოსწერონ, რომ ჩვენ აქ ასე ნუ გვეპყრობიან და ერთმანეთში მიგვიშვებდნენ, რომ მაგათაც ასე მოეპყრან მანდ და არ აჭირვებდნენ.

 

აქ საქსონის გენარლებს არც ყარაულები ადგას და ხმალიც არტყიათ, საცა უნდა დაიარებიან. ოღონ პირობა გამორთმეული აქვს: და ჩვენ ოთხი წელიწადი გათავდა რომ ერთს, ორს თვეს რომ ცოტა შვება მოგვცენ. ექვსსა და შვიდ თვეს ძაღლებსავით დაგვამწყვდევენ ხოლმე. ამას ეცადეთ, რომ მანდედამ მაგათ მოაწერინონ რომ ორსავ კერძოს მოლაშქრეს ტყვეები ასე ბარბაროზულად პყრობილი არ ვიყოთ. სხვა ამბავი არავიცი რა, ამის მეტი. რომ მრავალი თეთრი შემომეხარჯა ამ ოთხსა წელს და კიდევ თეთრზედ დამჭიროდ ვარ და ვექსელის წყალობას ვითხოვ ღ(მერ)თი შენს თავს ნუ მომიკლავს: დია მერიდება და მრცხვენია რომ ჩემისა ვალისაგან ვერაოდეს ვერ გამოხვედით, მაგრამ რა ვქნა, აქ მე წელიწადში სამი ათასი თუმანი ოქრო უფრო მომინდება ყოვლის ფერზედ. სხვა მარუტა თუ მოვიდა, საბეჭდავი მართლად მოიტანა და, ან როგორი მათიცებია (იგულისხმება შრიფტის მატრიცები-გ.კ) მიბრძანეთ. 1704 წლის 24 ნოემბერი“.

 

„ალექსანდრე ბატონიშვილის შვედეთიდან გამოგზავნილი წერილი მეფე არჩილისადმი. ჯუანშერ ვათეიშვილის არქივი. დანარჩენი ჩემს წიგნში „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“. ტომი მე-13“ - წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში და ტექსტის ფოტოს აქვეყნებს.

 

.

right_banner right_banner
არქივი
right_banner