logo_geo
eng_logo
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 754 ადამიანი დაკავეს
- +

16 ივლისი. 2016. 10:55



თურქეთის  იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 754 ადამიანია დაკავებული.


თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ გენერლებისა და პოლკოვნიკების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ეფკან ალას განკარგულების თანახმად, ამ დროისთვის ქვეყნის შეირაღებული ძალებიდან 29 პოლკოვნიკი და 5 გენერალი გაათავისუფლეს.


სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner