logo_geo
eng_logo
ინფექციურში ყირიმ-კონგოს ცხელებით მოზარდი შეიყვანეს – რას ამბობენ კლინიკაში
- +

24 მაისი. 2021. 17:37

 

 

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა. ინფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 დღის წინ მოათავსეს.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბერიძე აღნიშნავს, პაციენტის მდგომარეობა თავდაპირველად მძიმე იყო, თუმცა ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

„მოზარდი ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს რამდენიმე დღის წინ სხვა კლინიკიდან. თავდაპირველად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მას ახასიათებდა ყირიმ-კონგოსათვის დამახასიათებელი ნიშნები: ცხელება, ფაღარათი და სხვა სიმპტომი.

 

ჩაუტარდა რეანიმაციული მკურნალობა, დღეს უკვე პაციენტი გადმოყვანილია პალატაში, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სტაბილური მდგომარეობაა.

 

დაკვირვების ქვეშ იმყოფება და გაეწერება კლინიკიდან, როგორც კი გამოჯანმრთელდება, როდის მოხდება, ეს არ ვიცი“- განაცხადა გიორგი ბერიძემ.

 

 

რა არის ყირიმ-კონგო?

 

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებენ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner