logo_geo
eng_logo
„მეამბოხეებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირება გრძელდება“
- +

16 ივლისი. 2016. 11:01




თურქეთის პოლიციის ერთ-ერთი მეთაურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ქუჩებში მეამბოხეებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის დაპირისპირება გრძელდება.



„BBC"-ის ცნობით, შეიარაღებული შეტაკება ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

კომენდანტის საათი ჯერ კიდევ მოქმედებს, თუმცა ქალაქის ქუჩები ნელ-ნელა ცხოვრების რიტმს უბრუნდება, გაიხსნა მაღაზიები, ქუჩაში ტაქსი და სხვა მსუბუქი მანქანებიც გადაადგილდებიან.




ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, ქვეყანაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.



თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.



სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner