ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გუშინ დამიანონსებია გოლეთიანის დამოკიდებულება 26 მაისისადმი. ფაქტობრივად აუქმებს დამოუკიდებლობის დღეს...
220 წლის წინ, 1801 წელს მოხდა საქართველოს ანექსია;
210 წლის წინ, 1811 წელს გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალია;
1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია;
2021 წელს სრულდება 30 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან;
ზეგ სრულდება 10 წლისთავი 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევიდან.
და აი, ახალი შემოტევა. ბართლომესი თუ არა - ვარლაამის ღამე გველოდება.
P.S.: საცობში ვწერ. ვარლამის მიერ პარალიზებულ ჩემს მშობლიურ ქალაქში. მარცხნივ და უკან უიმედოდ ცდილობენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ალბათ მძიმე ავადმყოფების გადარჩენას“, - წერს დავით ქართველიშვილი.