logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „რიონის ხეობის მცველების“ პროტესტი რომ არა მხოლოდ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტია, ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება
- +

24 მაისი. 2021. 18:51

 

 

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, ვინ და რა მიზნით დაგეგმა აქცია. ნიკოლეიშვილის შეფასებით, აღნიშნული პროტესტი მხოლოდ ნამახვანჰესის წინააღმდეგ არაა მიმართული.

 

„ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ, და არა მარტო უნდა დაინტერესდნენ, არამედ სიმართლეც უნდა დაადგინონ და ასევე აუცილებლად უნდა უთხრან საზოგადოებას!

 

„ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტი რომ არა მხოლოდ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება, იმ ფონზე, როდესაც ორგანიზატორი ყმაწვილი, მუდმივად დედის კარნახით (ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე გამახსენდა), ჯერ დედაქალაქის პარალიზებას აანონსებს, მერე უარს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ქუჩაში ჩამოდი და იქ დავილაპარაკოთო...მერე კი მსვლელობას იწყებს თავისი მხარდამჭერებით, უფრო სწორად, აქეთ-იქით უაზროდ დაატარებს და სიტუაციის დაძაბვას ცდილობს, ბოლოს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია, ძალიან დამაფიქრებელია და სულაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი შემთხვევით!

 

ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ამას სხვა რამე ჰქვია და ამ სხვა რამეს სხვა პასუხი უნდა გაეცეს!

 

ეს პასუხი კი შემდეგი უნდა იყოს-ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ სხვადასხვა სცენარით ქვეყანაში ამ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებს!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner