logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია
- +

24 მაისი. 2021. 19:06

 

 

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი რიონის ხეობის მცველების აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად გოლეთიანი საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

 

მისი თქმით, ვარლამ გოლეთიანის ქმედებები არც პატრიოტიზმია და არც ქვეყნის სიყვარული.

 

„მოიცა, მოიცა, ეს ნამდვილად თქვა?! ნეტავ, გააზრებული აქვს საერთოდ, რაზე ლაპარაკობს და ნეტავ, იცის რამდენს იღებს საკუთარ თავზე?! მოკლედ, ლუსტრაცია გრძელდება. ხალხს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ნაცვლად, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციაზე მისვლისკენ რომ მოუწოდებ, ეს არის პატრიოტიზმი? ეს არის ქვეყნის სიყვარული? ეს უკვე არა ჰესის მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ პროტესტია.

 

P.S. ვინმე კეთილის მსურველმა ურჩიეთ ამ ახალგაზრდას, ცოტა გონს მოვიდეს და თავისი ადგილი ისწავლოს;

 

P.P.S.: ვიღაც ტროლებმა ლექსი დაუწერეს, იესოს შეადარეს და მე მგონი, მართლა დაიჯერა, რომ მესიაა“, - წერს ანდრია გვიდიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner