logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია
- +

24 მაისი. 2021. 19:08

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მინსკში მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო სკანდალია.

 

„ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. დღეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე განვიხილავთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტს. საჭიროა ძლიერი პასუხი“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

23 მაისს „Ryanair“-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

 

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner