ექსპერტი ამირან სალუქვაძე რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად გოლეთიანი საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
„26 მაისის, ანუ დამოუკიდებლობის დღის პარალიზებაა გეგმაში?! უკვე გაჟღერებაც კი, მივალთ, ხმას გავაგონებთ, ძირია. თანაც, 11 წლის წინ გავლილი თემაა. აბა, რა გითხრათ?! დამოუკიდებლობა არის ყველაზე დიდი ეროვნული ღირებულება. ეს დღე პატივისცემას ყველასგან მოითხოვს. მომიწევს ძველი პოსტის ახლიდან გამოქვეყნება.
ისე, ცნობისთვის, სამებაში ეროვნული გმირი ასვენია. ეს რამდენიმე დღე, ერი სხვა დღის წესრიგით უნდა ცხოვრობდეს, წესით“, - წერს ამირან სალუქვაძე.