logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: ხალხს მოუწოდო არ იზეიმოს 26 მაისი, ეს არის გაუგონარი ამბავი
- +

24 მაისი. 2021. 19:56

 

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად გოლეთიანი საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

 

„შეიძლება ვერ ერკვეოდე ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში ან/და ეკონომიკაში, გამოიწვიო დედაქალაქის პარალიზება, საცობი და სხვა პრობლემები, მაგრამ ხალხს მოუწოდო არ იზეიმოს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არ დაესწროს სამხედრო აღლუმს, პატივი არ მიაგოს გენერალ გიორგი კვინიტაძისა და სხვა გმირების ხსოვნას, ტაში არ დაუკრას ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ეს არის გაუგონარი ამბავი, საქართველოს მტერიც კი

ვერ გაბედავდა ეთქვა ხალხისთვის არ იზეიმოთ სახელმწიოფოს ხელახლა დაბადების დღეო! ვიცოდი რომ ეს გაუგებარი მოძრაობა, ეს უსაფუძვლო ულტიმატუმი ასე უაზროდ დასრულდებოდა, მაგრამ თუ ვინმე ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, აღლუმზე წასვლას და ზეიმს ,,აუკრძალავდა" ვერასდროს ვიფიქრებდი! სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო, რომ საუბილეო 30-ე წელს ერი ასეთ ,,გაუგებრობაში" ვართ. ღმერთმა დალოცოს საქართველო, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გაუმარჯოს 26 მაისს!“, -წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner