logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: 26 მაისის წართმევა ვერავინ შეძლო და აბსოლუტურად მჯერა, რომ ვერც ვერავინ შეძლებს
- +

24 მაისი. 2021. 20:16

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე  რიონის ხეობის მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„26 მაისი სხვანაირი დღესასწაულია. აბსოლუტურად განსხვავებული სხვა დღესასწაულებისგან, რადგან ერთდროულად ზეიმს, ტკივილისა და ლოცვას აერთიანებს. ბევრს არ ვილაპარაკებ 26 მაისზე, უბრალოდ ვიტყვი - დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აქციის მონაწილეები ამ დღეს საკრალურად, დიდ დღედ თვლიან და ზუსტად იგივე განცდა აქვთ, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

 

საშინლად არ მინდა, რომ ემოციის დაუფიქრებელმა წამოძახილმა ხინჯი შეიტანოს იმ გულწრფელობაში, რასაც იქ მდგარ ხალხში ვხედავ. საშინლად არ მინდა, რომ ის მოწოდება, რომელიც დაუფიქრებლად გახმიანდა, საქართველოს მტრებმა აიტაცონ და თავიანთი მედია საშუალებებით სათავისოდ გამოიყენონ.

 

26 მაისის წართმევა ვერავინ შეძლო და აბსოლუტურად მჯერა, რომ ვერც ვერავინ შეძლებს. აქციის მომხრეებს, რომელთა შორის ჩემი მეგობრებიც არიან, ვთხოვ სანამ გაუაზრებელი კრიტიკის ქარ-ცეცხლს დამატეხენ, პოსტი კარგად წაიკითხოს და შეფასებები შემდეგ გააკეთონ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner