უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მომზადება დაავალა.
„პრეზიდენტმა მთავრობას უკრაინასა და ბელარუსს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტისა და უკრაინიდან და უკრაინაში ფრენებისთვის ბელარუსის საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილების მომზადება დაავალა“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.
ბელარუსმა დისპეტჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.