შვეიცარიულ მედია იუწყება, რომ ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შვეიცარიაში, ჟენევაში შეხვდებიან.
მათივე ცნობით, შეხვედრის მომზადების მიზნით ადგილზე უკვე ჩავიდა აშშ-ის შესაბამისი ჯგუფი.
ჯერჯერობით ინფორმაციას არ ადასტურებენ არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი, თუმცა ჟენევაში, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის შეხვედრა გაიმართა. მედიის ცნობით, შეხვედრაზე სავარაუდოდ პრეზიდენტების შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები იყო განხილული.