ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელარუსი დატოვონ.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბელარუსის რეჟიმი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„მოვუწოდებთ ლიეტუვის მოქალაქეებს, უარი თქვან ბელარუსის რესპუბლიკაში გამგზავრებაზე და ასევე მოვუწოდებთ ყველა ლიეტუველს ბელარუსუში, დატოვონ ეს ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.
23 მაისს მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.
ბელარუსმა დისპეტჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი.