logo_geo
eng_logo
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 1563 სამხედროა დაკავებული
- +

16 ივლისი. 2016. 11:09



სააგენტო „ფრანს პრესი" თურქეთში სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 1563 სამხედრო დააკავა.




ანკარასა და სტამბოლში შეტაკებების დროს დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი.



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თავის მხარდამჭერებს ქუჩებში დარჩენისკენ მოუწოდა, ვიდრე ვითარება არ დასტაბილურდება. ამასთან ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის სათავეში რჩება და ვითარებას აკონტროლებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner