სააგენტო „ფრანს პრესი" თურქეთში სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 1563 სამხედრო დააკავა.
ანკარასა და სტამბოლში შეტაკებების დროს დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თავის მხარდამჭერებს ქუჩებში დარჩენისკენ მოუწოდა, ვიდრე ვითარება არ დასტაბილურდება. ამასთან ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის სათავეში რჩება და ვითარებას აკონტროლებს.