logo_geo
eng_logo
ევროკავშირის სამიტმა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღო
- +

25 მაისი. 2021. 02:13

 

 

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღო.

 

ევროკავშირი ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას მტკიცედ გმობს.

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

 

ევროკავშირი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძიოს აღნიშნული უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი. გარდა ამისა, ევროკავშირის სამიტი საბჭოს მოუწოდებს, დამატებითი პირები და ორგანიზაციები სასანქციო სიაში შეიყვანოს და შემდგომი ეკონომიკური სანქციები დააწესოს.

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები ასევე მოუწოდებენ ევროპელ გადამზიდავებს, თავიდან აიცილონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება.

 

„სამიტი საბჭოს მოუწოდებს, საჭირო ზომები მიიღოს, რათა ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ოპერირება აუკრძალოს და ამგვარ ავიაკომპანიებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აეროპორტებზე წვდომა შეუზღუდოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner