„ჩვენი დღის წესრიგი არის უფრო სწორი, ვიდრე ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს“, - ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით.
„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი დღის წესრიგი აქვს, ჩვენ - ჩვენი. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი დღის წესრიგი არის უფრო სწორი და ხალხზე ორიენტირებული, ვიდრე ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საზოგადოებას რამდენიმე დღეში აცნობებენ.